ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, - ამის შესახებ, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც ევროკავშირში, ისე - ნატოში.

„იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატოში", - წერს პრემიერ-მინისტრი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით