თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინის ძირითადი ფუნქციაა სიკვდილის და მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია მინიმუმზე დავიდეს, მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს

განსაკუთრებით დიდი კონტრაქტი გამზადდა „ნოვოვაქსთან“, სადღაც ივნისში გახდება შესაძლებელი ამ ვაქცინის მიღება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა სიაში, დაახლოებით მილიონ დოზაზეა საუბარი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, წლის ბოლომდე ვაქცინების საკმარის რაოდენობას მივიღებთ, რათა მოსახლეობის 60 % აიცრას კორონავირუსზე.

„22 მარტს შემოვა „ფაიზერი”, შემდეგ ისევ „ასტრაზენეკას“ 80 000 დოზა, კიდევ სხვა ხელშეკრულებები მოგვიწევს, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა მთავრობასთან და მწარმოებელთან. განსაკუთრებით დიდი კონტრაქტი გამზადდა „ნოვოვაქსთან“, რომელიც ახალი მოთამაშეა ვაქცინების ბაზარზე, ამერიკული ფირმაა, რომელიც აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე უკეთეს ვაქცინას. სადღაც ივნისში გახდება შესაძლებელი ამ ვაქცინის მიღება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა სიაში, დაახლოებით მილიონ დოზაზეა საუბარი. წლის ბოლომდე საკმარის რაოდენობას მივიღებთ, რომ ავცრათ მოსახლეობის 60 %“, - აცხადებს ცერცვაძე.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ვაქცინა მოსახლოებას ინფიცირებისგან 100%-ით ვერ იცავს.

„ვაქცინაცია რამდენიმე კეთილ საქმეს გააკეთებს, მკვეთრად შემცირდება ახალი ინფექციების რაოდენობა. რა თქმა უნდა, თვეები დასჭირდება დღესვე არ მოხდება. ვაქცინა მოსახლოებას ინფიცირებისგან 100%-ით ვერ იცავს, მაგრამ იგი იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებისგან, ასევე ჰოსპიტალიზაციისგან. მისი ძირითადი ფუნქციაა სიკვდილის შემთხვევები დავიდეს მინიმუმზე, მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია დავიდეს მინიმუმზე. ასევე შემცირდება შემთხვევის საერთო რაოდენობაც. იმის მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს“,-აცხადებს ცერცვაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა