თენგიზ ცერცვაძე - კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და საქართველოსთვის მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ, მათ შორის, პოლიტიკური სპეკულაციისთვის,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა.

„იყო ანტივაქსერული განწყობა, რომელიც, სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის. ანტივაქსერებში ორი ჯგუფი უნდა გამოვყოთ, ერთი ურწმუნოები, რომლებსაც უბრალოდ არ სჯერათ ვაქცინის. ესენი ყველგან არიან და ყოველთვის იყვნენ. ასე იყო გრიპზე, წითელაზე და სხვაზე. მეორე, გაცილებით უარესი მოვლენა, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და პირდაპირ ვიტყვი, ტენდენციური, საქართველოსთვის მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ამ ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური სპეკულაციისთვის.არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა. კერძოდ, თუ პანდემიას ქვეყანა მართავს წარმატებით, ესე იგი, მთავრობა კარგია, ცუდად თუ მართავს, მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი არ ვარგა. ვაქცინაზეც ანალოგიური იყო. თუ ვაქცინა არ იყო ქვეყანაში, თქვენ იცით, რომ დაგვიანდა შემოტანა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს ატაცებული იყო და ძალიან ცუდად, არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა, როგორც ქვეყნის, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისუსტე. მოხდა პარადოქსი, ამ ტელევიზიების თვითლუსტრაცია მოხდა, ამ ექსპერტების და ამ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა, ქვეყანა თავის მოსახლეობას გენოციდს უწყობს. მოხდა ამ ადამიანების გარდაქმნა, რომელებიც ქვეყანას საყვედურობდნენ, რომ ვაქცინა არ გაქვთ და ადამიანების ბედი არ გაღელვებთ, ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. ეს დაუჯერებელი სიტუაციაა“, - აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო