აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მცხეთაში, კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„შეხვედრაში რეგიონების დაახლოებით 60-მდე კოოპერატივის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კოოპერატივების უმრავლესობა მეცხოველეობის, მეფუტკრეობის და მევენახეობის სფეროებს წარმოადგენდნენ. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის მიზნით შექმნილი მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა, კოოპერატივების წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება განსაკუთრებით იმ საკითხებზე გამახვილდა, რომელთა გადაუწყვეტელობა ხელს უშლის კოოპერატივებს მათ საქმიანობაში. კოოპერატივების წარმომადგენელთა განცხადებით, მეფუტკრეების პრობლემები პროდუქტის რეალიზაციას უკავშირდება, მეცხოველეებს საძოვრების პრობლემა და მიწის იჯარით გადაცემა აწუხებს. რამდენიმე კოოპერატივის წარმომადგენელმა მოქმედი კანონის დახვეწა და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე უძღვებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები. კოოპერატივების წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი მთელი რიგი საკითხების გადაჭრა კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზევე შეძლეს, დანარჩენზე კი კომიტეტი და შესაბამისი სამინისტრო ერთობლივად იმსჯელებენ, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ანალოგიური შეხვედრები კოოპერატივების წარმომადგენლებთან რამდენიმე რეგიონში უკვე გამართეს. კომიტეტი 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლს. მოკვლევის ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენდა კანონპროექტის ძირითადი პრინციპების და, შესაბამისად, კოპერატივების მუშაობის გაუმჯობესება. :სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს