ანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების  აღმასრულებელ დირექტორს, ტომას კიმმესვენგერს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელ დირექტორთან, ტომას კიმმესვენგერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის, ამ შემთხვევაში კი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს COVID -19 პანდემიის პირობებში როგორი მოცემულობა იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორ მოხდება ეკონომიკის სფეროს წახალისება.

„შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გავცვალეთ პოზიციები. მე გამოვხატე მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე გავცვალოთ მოსაზრებები და მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი მიხეილ დაუშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს