ირაკლი კობახიძე - ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი - ერთადერთი ვალდებულება, რასაც ოპოზიცია იღებს, არის პარლამენტში შესვლა და ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა

ყველა წინადადება, რომელიც არის დღეს ასახული დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტში არცერთი წინადადება არ არის ოპოზიცის მიერ წარმოდგენილი.

„არცერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა და ისიც არის ძალიან ბუნდოვანი წინადადება მათი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაციაა ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დამოკიდებულების გამოხატულება არის ისიც, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებულია სამწუხაროდ, ოპოზიცის დამოკიდებულება როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე ანალოგიურად საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამას ხედავს ყველა“, - განაცხადა კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდება. დანიელსონთან შეხვედრას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო