ირაკლი კობახიძე - კარგია, რომ კრისტიან დანიელსონი არ წავიდა ბრიუსელში და აგრძელებს კონსულტაციებს, ეს იძლევა ძალიან კარგ შანსს, დიალოგი წარმატებით დასრულდეს ​

დღეს გაგრძელდება დიალოგი, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო წესით ბატონი დანიელსონის დაბრუნების შემდეგ. კარგია, რომ ის არ წავიდა ბრიუსელში და აგრძელებს კონსტულაციებს. ეს იძლევა ძალიან კარგ შანსს იმისათვის, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ ასევე განმარტა, რატომ განაცხადა გუშინ, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა.

„გუშინ შეხვედრის დასრულებისას გვითხრა ბატონმა დანიელსონმა, რომ ის დღეს დილით ტოვებდა ქვეყანას, თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ იყო გარკვეული კონსულტაციები და მან გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, რის შესახებაც დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, რაც ჩვენ კომენტარები გავაკეთეთ, შეგვატყობინა ჩვენ. ეს არის ძალიან კარგი და ნიშნავს იმას, რომ დიდი სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირი დიალოგს და სერიოზულად ეკიდება იმას, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ სათანადო დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს პროცესების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა