დავით სონღულაშვილი ევროპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარეს ჯონ ბრეკეველდტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარეს ჯონ ბრეკეველდტს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრისას გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, რომლებზეც მხარეები სამომავლოდ აქტიურად ითანამშრომლებენ. დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ ყველა აქტუალურ პრობლემაზე. ევროპული ბიზნეს ასოციაცია 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. ასოციაციის მისია შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება-ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს