„თიბისი“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია “იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული”.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, აღნიშნულ ინიციატივას „თიბისიც“ შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, ინტერნეტ და მობაილბანკით გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში.

„სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/consumer-rights-day .

კვირეულის ფარგლებში, კომერციული ბანკების ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდება. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან: 1.კატეგორია "ბლოგი" - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის; 2.კატეგორია "ვიდეო" - ვიდეო ფორმატის ("Vlog", "Motion Design") ნამუშევრებისათვის.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო