არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების".

"გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, ძალიან კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს ასეთი პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში.

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი.

პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით და გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცენტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ევროინტეგრაცია, ეს არის პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები და ის დღის წესრიგი, რაც საქართველოს აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური, პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისებს აჩვენებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს