ირაკლი კობახიძე - ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს არის პარლამენტში შემოსვლა, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით

შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს, არის მათი პარლამენტში შემოსვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა და „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, ეხვეწება პარლამენტში შესვლაზე.

„იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის არაერთი პუნქტი. ამ შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ოპოზიცია არის მათი შემოსვლა პარლამენტში. არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას. თან, როგორ პარტიებს, პარტიებს, რომლებიც საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან. „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ მისი განშტოებაა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება და ა.შ. ეს ყველა არის ერთი პარტიის განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო