ირაკლი კობახიძე - ერთ მხარეს ვართ ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები, მეორე მხარეს ოპოზიცია, რომელიც ამტკიცებს იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა

რეალურად ერთ მხარეს ვართ ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები და მეორე მხარეს არის ოპოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აქვთ საკუთარი შეფასებები.

"ჩვენ უკვე ვხედავთ იმას, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყანებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს, ამაში დარწმუნებული ვართ, მათ შორის გამომდინარე იმ დისკუსიებიდან, რომლებიც დღემდე გაიმართა. ეს განწყობებშიც არის გამოკვეთილი. საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ უკვე საკუთარი შეფასებები, მათ შორის იგივე არჩევნებთან დაკავშირებით. ეს შეფასებები არის გამოხატული კონკრეტულ დოკუმენტებში: არის "ოდირის" დასკვნა, IRI -ის დასკვნა არის, სხვა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნები და ყველა მათგანი ამბობს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი პრინციპები იყო დაცული. ამ ყველაფერს არის აცდენილი ოპოზიციის შეფასება. შესაბამისად, რეალურად ერთ მხარეს ვართ ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები და მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელიც ამტკიცებს იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. სამაგიეროდ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ოპოზიციის მიერ PVT -ის გაყალბება და 8%-იანი მაჩვენებლის გაყალბება, რაც არის ძალიან მძიმე შეცდომა და ბუნებრივია ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობის საგანი და არა ის, რაზეც ისინი საუბრობენ ასე ყალბად", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო