არჩილ თალაკვაძე - ძალით არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რაც შარლ მიშელთან ოპოზიციამ დააყენა, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას

ჩვენ ძალით არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რაც პრეზიდენტ მიშელთან ოპოზიციამ დააყენა, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „პარლამენტში მონაწილეობა არის ღირსება და პატივი და არა თემა, რომელზეც ვინმეს ეხვეწებიან, რომ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს“.

„ჩვენი მხრიდან სამართლიანი, კონსტრუქციული პოზიციები იყო დაყენებული თავიდანვე. სწორედ ამან მისცა საშუალება ამ პოლიტიკურ დიალოგს, რომ გაგრძელებულიყო. მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს. გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნის ინტერესებშია, მათ ინტერესებშიც არის, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ოპოზიცია ქუჩიდან დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ძალით არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რაც პრეზიდენტ მიშელთან ოპოზიციამ დააყენა, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას. პარლამენტი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, პარლამენტში მონაწილეობა არის ღირსება და პატივი და არა თემა, რომელზეც ვინმეს ეხვეწებიან, რომ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს. სწორედ ამ განცდით უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში. მოვისმინეთ კომენტარები, რომ ეს არის გარდამავალი, დროებითი პარალამენტი. მეგობრებო, მსოფლიოში ყველა პარლამენტი არის დროებითი და გარდამავალი. 4 წელიწადში ყოველთვის არის არჩევნები და იცვლება პარლამენტის შემადგენლობაც. პარლამენტის დაკნინებას ნუკი ვეცდებით, ვცადოთ, რომ ჩვენი ინსტიტუტების კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო