არჩილ თალაკვაძე - პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას

ვფიქრობ, შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას“.

„ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა იმ ფონზე, როცა ოპოზიცია მეორე მხრივ, აყენებს მოთხოვნას, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია. ერთი ხელით როცა გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლოს, ალბათ გესმით, რომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ვფიქრობ, შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან. ეს იქნებოდა უფრო სწორი სამართლებრივად და უფრო ლოგიკური კონსტიტუციურად. ოპოზიციას აქვს თავისი მიდგომა და იქ არის რამდენიმე ლიდერი, რომელიც ისეთი თემების შეტანას ცდილობს ამ დიალოგში, რომ ხელი შეუშალოს მოლაპარაკებას. ჩვენ გვახსოვს ხვიჩიას და ელისაშვილის განცხადებები, სადაც ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურ მაგიდასთან იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დავალებას აძლევდნენ სხვებს, რომ ჩაეშალათ დიალოგი და ასევე ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და შემდეგ არ შევასრულოთ პირობებიო. რისი მაგალითიც ჩვენ გვაქვს გასულ წელს. ეს არის განსხვავებები და დაპირისპირების საკითხები, რაზე კონცენტრირებაც იქნება ნაკლებ პროდუქტიული. უმჯობესია კონცენტრირება გავაკეთოთ იმ საკითხებზე, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, რომელიც არამხოლოდ პარტიების, არამედ საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს