მამუკა მდინარაძე - როცა პარტიის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან, იციან, რომ მათ მიერ წარდგენილი პოზიცია არის გუნდის პოზიცია, შეთანხმებული და შეჯერებული

გარდა იმისა, რომ ფრაქციის წევრების დღევანდელი შეხვედრა გეგმური იყო, ასევე დამატებითი დასტური იყო, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები მოლაპარაკებების პროცესში არიან გუნდის მხრიდან მხარდაჭერილი ყველა დეტალზე, - ეს განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის ცნობით, ფრაქციის სხდომაზე პლენარული სხდომების დღის წესრიგის გარდა, მსჯელობა მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებითაც შედგა.

"იცით, რომ ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორების მედიაციით. ბუნებრივია, თითოეულ დეტალზე იყო მსჯელობა. როცა გუნდის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან, იციან, რომ მათ მიერ წარდგენილი პოზიცია სამართლიან საკითხებზე არის ასევე გუნდის პოზიცია, შეთანხმებული და შეჯერებული, რომელსაც გუნდი ეთანხმება", - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალუსტებს პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა