ნათია თურნავა - ყველანი მონდომებული ვართ, რომ თბილისსა და ბრიუსელში დიალოგი იყოს შედეგიანი, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და შემოვიდეს პარლამენტში

თქვენ ხედავთ ნამდვილად უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება იმედიანადაა განწყობილი, რომ დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგით დასრულდება.

„თქვენ ხედავთ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალიან დიდი ჩართულობით დიალოგი თბილისსა და ბრიუსელში და ეს ყველაფერი კავშირშია. ყველანი მონდომებულები ვართ იმისთვის, რომ ეს შეხვედრები იყოს შედეგიანი. თქვენ ხედავთ ნამდვილად უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში. ის პასუხისმგებლობა, რაც მას დააკისრა მათმა ამომრჩეველმა, განახორციელონ კონსტიტუციური, კანონიერი, ევროპული გზით. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები“, - განაცხადა თურნავამ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა