საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონი ლარია.

მათივე ინფორმაციით, 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შიდა ქართლის რეგიონში უკვე დაასრულა 4 სკოლის მშენებლობა და დამატებით მიმდინარეობს 7 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე დავით ტაბიძემ, გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მამუკა საღარეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ პატარა მეჯვრისხევში არსებული საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო, რის გამოც ბავშვებს სოფელ აძვის საჯარო სკოლაში უწევდათ სიარული. დღეიდან კი სოფელ პატარა მეჯვრისხევის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა