პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს

კანონპროექტს, რომელიც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 უწყებად გაიყოფა და ცალკე ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.

პროექტის გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადაინიშნებიან შესაბამის სამინისტროებში (განათლების და მეცნიერების სფეროში დასაქმებულები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულები - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში).

ის თანამშრომლები, რომელიც სფეროების მიხედვით არ მუშაობენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაინიშნებიან.

კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მთავრობამ უნდა შექმნას კომისია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, დოკუმენტაციის (არქივის) განსაზღვრას, განკარგვას და მათთვის გადაცემას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო