იაგო ხვიჩია - მოლაპარაკებების პროცესში „გირჩის“ მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, ამბავი გამოვიტანოთ - რომელმა უფრო მეტად გაწირა ამ ქვეყნის მომავალი

ამ მოლაპარაკებების პროცესში „გირჩის“ მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, ამბავი გამოვიტანოთ - რომელმა უფრო მეტად გაწირა ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლება და ოპოზიცია დაობს თუ ვინ არის უფრო მეტად არაევროპელი და მოლაპარაკებების პროცესში „მიდის გავეშებული საჯარო ლანძღვა-გინება ერთმანეთის პოზიციების პარალელურად“.

„ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, დილით იდება მედიატორებისგან წინადადება, რომელიც გაუმჯობესება არ არის და გაუარესებაა, აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვები, რაში მდგომარეობს ეს გამარჯვება. ჩვენ ვართ ძალიან პროდასავლური ქვეყანა, მოსახლეობის 90%-ს დასავლური მიდრეკილება აქვს და ამის მიხედვით აკეთებს არჩევანს. ამ ქვეყანაში ხელისუფლება და ოპოზიცია დაობს თუ ვინ არის უფრო მეტად არაევროპელი. მოლაპარაკებების პროცესში მიდის გავეშებული საჯარო ლანძღვა-გინება ერთმანეთის პოზიციების პარალელურად. ჩვენი მოვალეობაა დავადგინოთ უფრო მეტადა არავეროპელი რომელია და ვინ რისკავს ამ ქვეყნის ბედით.

„გირჩის“ მთავარი ამოცანა ამ პროცესში მონაწილეობის არის, რომ ამბავი გამოვიტანოთ - რომელმა გაწირა უფრო მეტად ამ ქვეყნის მომავალი. ეს ამბავი რაც შეიძლება მალე უნდა დავადგინოთ, ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ამ მხარეების იძულება, უნდა დაფიქრდნენ მათი ამომრჩევლები, რომ მათმა ლიდერებმა ქვეყნის პროდასავლური მომავალი დააყენეს ეჭვქვეშ. არ ვიცი როგორ უნდა ამოაგდო ადამიანების თავში არსებული ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ თუ ხედავ, რომ მათი პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან უფრო არაევროპელები იყვნენ, რაღაც ხომ უნდა მოვიფიქროთ ადამიანებმა, ამათ იმედად ხომ არ დავრჩებით?“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყნის ინტერესებს ამ წუთებში ევროპელები იცავენ და ქართველ პოლიტიკოსებში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ახლა ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძვის.

,,ამხელა თანამდებობის პირები დადიან ქვეყანაში, ამდენი ხანია ადამიანები გავწირეთ ქაოსისთვის და რის გამო? მართლა რა გახდა ახალი არჩევნები? მაშინ როდესაც ვერ ამტკიცებ არჩევნების გაყალბებას, შეგიძლია, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები წამოიღო ამ ქვეყნისთვის. მხოლოდ იმის გამო, რომ შენ პარლამენტში ისე ვერ მოხვდი, როგორც გინდოდა, აკეთებ ამ ყველაფერს და სინამდვილეში ფეხებზე გკიდია ქვეყნის ინტერესები. მეორე მხარესაც, მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ასევე ფეხებზე გკიდია ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ წუთებში ევროპელები იცავენ და ქართველ პოლიტიკოსებში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ახლა ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძვის. ყველა საკუთარი ინტერესებით გამოდის - ერთს უნდა მეორეს დამარცხება მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო