ჯანმო-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სრულიად ახალ მიდგომას ითვალისწინებს, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სრულიად ახალ მიდგომას ითვალისწინებს, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განმარტებით, პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

„დღეს ჩვენ დავესწარით პირველადი ჯანდაცვის საბჭოს ისტორიულ სხდომას, სადაც წარმოდგენილ იქნა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ე.წ. საგზაო გეგმა, რომელიც არის იმ ექსპერტთა ჯგუფის სიღრმისეული ანალიზის შედეგი, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებაზე მუშაობდნენ. ეს არის ერთობლივი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გამოცდილი ქართველი ექსპერტები. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტებიც. რა თქმა უნდა, მანამდე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაო. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის გადადგას სათანადო ნაბიჯები და დაიწყოს ეს რეფორმა. ეს არ არის უბრალოდ სერვისების ჩამონათვალი, ეს არის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ახალი ფილოსოფია, ვინაიდან ეს რეფორმა სცილდება მხოლოდ პაკეტის გადახედვას. ის ითვალისწინებს სრულიად ახალ მიდგომას, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდა სათანადო ანალიზი, შემუშავდა დეტალური საგზაო გეგმა და დადგა რეფორმის განხორციელების დრო“,- განაცხადა სილვიუ დომენტემ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა,ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.

„უწყვეტი სამედიცინო დახმარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“,- დასძენენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა