ნინო თანდილაშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების გლობალური პოლიტიკა განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

„მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად და ტრანსპორტის სექტორზე, როგორც ქვეყნის ემისიის ძირითად წყაროზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ტრანსპორტის სექტორი პრიორიტეტად განისაზღვრა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე (ელექტრო) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სათბურის აირების ემისიების შემცირებაში დაეხმარება. კერძოდ, მოხდება ელექტრო ავტობუსების ეტაპობრივი ჩანაცვლება და დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება.

შეხვედრას პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა