თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ შემოვა

თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ყველაზე დიდი - 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ახალი სატრანსპორტო ქსელი თბილისში 2023 წელს ამოქმედდება.

„ეს არის ვადა, რა დროსაც 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ახალი ავტობაზით გვეყოლება. მხოლოდ ამ დროისთვის შევძლებთ იმ ქსელის ამუშავებას, რაც „სისტრამ“ დაგვიწერა. მანამდე არის გარდამავალი ქსელი, რადგან სწრაფ დერეფანში 18-მეტრიანი ავტობუსები არ მოძრაობენ. შესაბამისად, არის გარკვეულწილად ჰიბრიდული, გარდამავალი ქსელი. 2023 წლიდან იქნება სრულფასოვანი ქსელი“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე: დახურულია თუ არა 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საკითხი, ხმალაძემ უპასუხა: „დიახ, ავტობუსები თბილისში მხოლოდ 18-მეტრიანი იქნება“.

ინტერვიუს სრული ვერსია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს