მომხმარებელთა უფლებების კვირეული სხვადასხვა აქტივობებით და ღონისძიებებით აღინიშნება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2015 წლიდან ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინიციატივით აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყოველწლიურად ამ დღესთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების კვირეული სხვადასხვა აქტივობებით და ღონისძიებებით ხორციელდება.

მათი განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ხალხმრავალი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.

„15 მარტს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოქალაქეებს მოუსმინეს და პირადად გაუწიეს სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები. მოსმენის უფლება მომხმარებლის გარანტირებული უფლებაა, რასაც ენერგოომბუდსმენის საქმიანობაში უდიდესი ყურადღება ენიჭება.

მომხმარებელთა უფლებების სრულყოფის და პრობლემების ანალიზის მიზნით, ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართება, სადაც მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, შემდგომი ნაბიჯები დაისახება.

მსოფლიო კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ოფიციალურად 1983 წლის 15 მარტიდან აღინიშნება, თუმცა სათავეს 1962 წლიდან იღებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის ცნობილი სიტყვიდან:

,,მომხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება”,-აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით