აკაკი ზოიძე - რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის  ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძე განმარტავს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეტალური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება ძირეული რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეალური მხარდაჭერა და ფინანსური ბარიერების მოხსნა”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფუნდამენტური რეფორმა მედიკამენტების ფასების რეგულაციასა და ქრონიკული დაავადების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა. პირველადი ჯანდაცვა, რომელიც სამიზნე მოსახლეობის საჭიროებებს შეესაბამება, თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო