კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია

ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, თბილისში კორონავირუსის გამო, ჯამში 46 საბავშვო ბაღი დაიხურა, თუმცა, 4 უკვე გაიხსნა და საკარანტინე რეჟიმში 42 საბავშვო ბაღი რჩება.

შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი პირველ მარტს განახლდა.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო