ლევან დავითაშვილი სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლე­ვან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები ვაზისუბნის და კახეთის გზატკეცილის რამდენიმე მისამართზე წარმოებს. ამ მისამართებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სადარბაზოს კარის მონტაჟი, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კიბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლე­ვან დავითაშვილმა განაცხადა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მისამართებზე სარემონტო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს