ანრი ოხანაშვილი - გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ხალხის ინტერესებს, თუ ოპოზიცია ამ ინტერესებით იმოქმედებს, პოზიციების დაახლოების რესურსი არის

გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ხალხის ინტერესებს, თუკი ოპოზიციური ჯგუფებიც ამ ინტერესებით იმოქმედებენ, პოზიციების დაახლოების რესურსი არის,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ყველამ უნდა შეძლოს და საკუთარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს.

„მე აღარ შევალ შეფასებაში, ჩვენთვის ამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ხალხის ინტერესებს. სხვა ინტერესები ჩვენ არ გვამოძრავებს. ყველამ უნდა შეძლოს და საკუთარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს, იმოქმედოს არა ვიწროპოლიტიკური არამედ ქვეყნის და ხალხის ინტერესით, თუ ამ ინტერესით იმოქმედებს ყველა და ჩვენ ამ ინტერესით ვმოქმედებთ, ამის შესაბამისად არის კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული, თუკი ოპოზიციური ჯგუფებიც ამ ინტერესებით იმოქმედებენ, არის რესურსი პოზიციების დაახლოების,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, მოდის თუ არა წინადადებები და შეთავაზებები უშუალოდ მედიატორის მხრიდან, ოხანაშვილი პირდაპირ არ პასუხობს და აცხადებს, რომ არ გააკეთებს შეფასებას სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა, "რაიმე ფორმით გამოიწვიოს ინტერპრეტაცია თუ სხვაგვარი აზრი, ვიდრე ეს პროცესი არ არის დასრულებული".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა