გიორგი ხელაშვილი - პრემიერის ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი.

„სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 7 წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიის და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და რომელსაც, ევროპასთან პარტნიორობით შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე. ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართ გამოიჩინა. დღეს აუცილებელია, რომ ევროპელი პარტნიორების ყველა მოწოდება ადეკვატურად იქნას გაგებული და შესრულებული ოპოზიციის მხრიდან. ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში ოპოზიციის მთავარი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი, შექმნას არასტაბილურობის შთაბეჭდილება და შემდეგ ამით დააშანტაჟოს ხელისუფლება, თითქოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები კრიტიკული არიან მთავრობის მიმართ და მხარს არ უჭერენ საქართველოს. პრემიერის მიმდინარე ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის. ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზარალებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა“,- განაცხადა ხელაშვილმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით