ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა

შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე იმ სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა რეფორმირებასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვგეგმავთ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარალამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე.

„მადლობა გადავუხადე ბატონ ელჩს, იმ პოლიტიკოსებს და ზოგადად, ლიეტუვის მთავრობას და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებში და მეგობრულ განცხადებებში. შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე იმ სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა რეფორმირებასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვგეგმავთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება
გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში მუხრანში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ