„საქართველოს ბანკი“ ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ბანკის ცნობით, პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე გახსნის, რომელიც ბანკის ახალ ინიციატივაზე ისაუბრებს. ვებინარის ძირითადი ნაწილი სერიის პირველ პროდუქტს- ფაქტორინგს დაეთმობა და მას ამავე მიმართულების წარმომადგენელი, ლევან თეთრაძე წარადგენს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა პირველმა დანერგა. ის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია, არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესიც მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ბანკმა ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მუდამ ცდილობს იპოვოს ბიზნესის მხარდაჭერის ახალი გზები. მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, ბიზნესპროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაციით, როგორც საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად არსებული შესაძლებლობების შესახებ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი არველაძემ.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს:

https://bankofgeorgia.zoom.us/webinar/register/WN_C5TuX02uQ0K8QYeSPwILDA

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა