პაატა მანჯგალაძე - საკუთარ ხალხთან შეთანხმება დამარცხება არ არის - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ისე ელაპარაკება, თითქოს შუა საუკუნეების მონარქი იყოს და რაღაც უნდა გვიბოძოს

ვეუბნები, განსაკუთრებით ხელისუფლებას, მოლაპარაკება, შეთანხმება საკუთარ ხალხთან უკან დახევა და დამარცხება არ არის - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ისე ელაპარაკება, თითქოს შუა საუკუნეების მონარქი იყოს და რაღაც უნდა გვიბოძოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მედიატორები შეთანხმების იმ ვერსიას დადებენ, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის" ინტერესებს შეესაბამება, მათი პარტია უკვე სხვა ოპოზიციური გუნდის გადაწყვეტილებას აღარ დაელოდება.

„სტრატეგია აღმაშენებელი" ვიყავით და ვრჩებით, მოლაპარაკების მომხრეებად. ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ეს დაპირისპირების პლატფორმა, თანამშრომლობის პლატფორმად გადავაქციოთ, რადგან ეს საქართველოს სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეუბნები განსაკუთრებით ხელისუფლებას, მოლაპარაკება საკუთარ ხალხთან, შეთანხმება საკუთარ ხალხთან უკანდახევა და დამარცხება არ არის. ეს უნდა იცოდეს, პირველ რიგში, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ისე ელაპარაკება ოპოზიციას თითქოს შუა საუკუნეების მონარქი იყოს და რაღაც უნდა გვიბოძოს.

ხელისუფლება ცდილობს და ცდილობდა, მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი ეპოვა. ჩვენ და ჩვენი კოლეგები ამის მიზეზსა და საბაბს „ქართულ ოცნებას" არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ, ან რიგგარეშე არჩევნებამდე. თუ მედიატორები დადებენ შეთანხმების ვერსიას, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის" ინტერესებს შეესაბამება, ჩვენ უკვე აღარ დაველოდებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას და ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს