ივანე ჩხაიძე - ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა, რომელიც ექიმებს ეტყვის გაიკეთოს თუ არა ვაქცინა - ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვი, რაც 668-ს შეადგენს, ძალიან დაბალია

ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვი, რაც 668-ს შეადგენს, ძალიან დაბალია, მომდევნო დღეების განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ უსაფრთხო ვაქცინაა“,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის მუშაკების ვაქცინაციაზე ისაუბრა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, თუ შემდეგ დღეებში ვაქცინაციის არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდა, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ.

„ვფიქრობ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუ შემდეგ დღეებში ეს ტემპი შენარჩუნდა, ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს. 668 ძალიან დაბალია, მაგრამ ცოტა ოპტიმიზმს მაძლევს განსხვავება გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის. ვფიქრობ, რესურსი კიდევ გვაქვს. მომდევნო დღეების განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს რომ უსაფრთხო ვაქცინაა.

დღეს, ჩვენს კლინიკაში 100%-იანი შევსება გვაქვს, 150 ადამიანიდან 149 ჩაიტარებს ვაქცინაციას. ეს არის ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან ასეა. არ ვიცი სხვა ცენტრებში რა ხდება. დასახელებული ციფრი სრული კატასტროფაა. პირველი დღისთვის მისაღებია, თუ ამ კვირაში ეს ტენდენცია არ შეიცვალა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ პროცესს გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება“,-აცხადებს ჩხაიძე.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა, რომელიც ექიმებს ეტყვის გაიკეთოს თუ არა ვაქცინა.

„თუ რომელიმე ექიმი ელოდება ჯანდაცვის სამინისტროს მითითებას, ჩაიტაროს თუ არა ვაქცინაცია, დიდი ბოდიში, ეს ჩემთვის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა, რომელიც ექიმებს ეტყვის ან არ ეტყვის გაიკეთოს ვაქცინა“, - აცხადებს ჩხაიძე.

მისივე თქმით, სამიზნე ჯგუფები თუ არ აიცრა პანდემიას ვერ დავამარცხებთ.

„თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ სამიზნე ჯგუფის მოსახლეობის მოცვა, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ. საქართველო, ალბათ, იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ვაქცინა აქვს, მაგრამ არ აიცრა მოსახლეობის ის ნაწილი, რაც საჭირო იყოს“, -აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც. ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 668 მუშაკი აიცრა. რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა