ქეთევან დუმბაძე - კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა

დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მან კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა და კულტურის სტიმულირებისკენ მოუწოდა.

„უპირველეს ყოვლისა უამრავი შემოქმედის, სხვა და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მადლობა გადმოგცეთ ამ გადაწყვეტილებისთვის. აღარ ვილაპარაკებ იმ ურთულეს პრობლემებზე, რომელის წინაშეც კულტურა და კულტურის წარმომადგენლები დადგნენ პანდემიის პერიოდში. რამდენი რამ იყო და არის გასაკეთებელი ამ სფეროსთვის არა მხოლოდ პანდემიურ და პოსტ პანდემიურ პერიოდში. კულტურა ერის ღირსებაა - ყოველთვის ასე ითვლებოდა საქართველოში და ასეა ახლაც. ისეთი ერისთვის კი რომელიც ასე თვლის, კულტურული რყევები ან სტაგნაცია ყველა ბუნებრივ სტიქიაზე უფრო საშიშია!

საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს სახელმწიფო დონეზე ამის აღიარებას რადგან მიაჩნია, რომ კულტურაზე დგას საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობა, რითაც შეუძლია დაიმკვიდროს თავი მსოფლიო თანამეგობრობაში. რადგან მიაჩნია, რომ მსოფლიო კულტურასთან შერწყმა, ქვეყნისთვის მსოფლიო კულტურულ რუქაზე დამკვიდრების წინაპირობაა.

კულტურა საგარეო პოლიტიკის საძირკველია - ასე განსაზღვრა კულტურის როლი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და, რა თქმა უნდა, იგი არ ცდებოდა, დღეს ეს განსაზღვრება ყველაზე აქტუალურად ჟღერს და მინდა მჯეროდეს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კულტურა პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს.

არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები და აგრესია კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, შეურიგებლობა და აგრესიაა კულტურის კრიზისის შედეგი. და თუ დავეთანხმებით ამ აზრს, ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში.

დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.

და ბოლოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს და მოვუწოდო კულტურის სტიმულირებისკენ.

მივმართო პარლამენტს და გთხოვოთ ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას ისე ელის კულტურის სფერო და იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის კომიტეტის შექმნა ამ კანონის მალე ინიცირების საწინდარი გახდება! რომელიც დიდ შეღავათს გაუწევს სახელმწიფოს ისეთი მოწყვლადი სფეროს განვითარებაში როგორიც კულტურაა“, - აცხადებს ქეთევან დუმბაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს