ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი

როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, "როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს".

ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა საკანონმდებლო ორგანოში ჩაინიშნოს შეხვედრა, სადაც ბათუმის მოსახლეობის პრობლემებს მოისმენენ.

„გახლდით ბათუმში, ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. თავისთავად კარგია განვითარება, მშენებლობებიც, მაგრამ ცუდია ქაოსი უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა ღმერთმა უწყის მერამდენე ჯერზე ჩავარდა. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება, მიდის და მიდის კოსმოსში კორპუსები. ვისაც რაც უნდა იმას აშენებს, სადაც უნდა იქ აშანებს, როგორც უნდა ისე აშენებს და კაცი განმკითხავი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარია, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა, 19 - სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემენ დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ახლა 19-მდე ავიდა. ასე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ამ კორპუსის სართულიანობა. როგორც ჩანს საკრებულო ნომინალურია, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს აკეთებს.

ამდენად, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მსურს გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემიც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, რომ ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშულის შესახებ. ვინაიდან ძეგლში მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ პრობლემებს. ბათუმი სადღაც გადაკარგულში ხომ არ არის, თითოეული ჩვენგანის წუხილია და თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, სანამ არ დაგვიკარგავს ქალაქი ამ ქაოტური და აღვირახსნილი მშენებლობებით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა