ლევან იოსელიანი - ახლა არ არის საუკეთესო დრო, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკოთ

ახლა არ არის საუკეთესო დრო, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკოთ, რომელიც მოლაპარაკების მეორე მხარეს ზის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „პრემიერის ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის“.

მისი თქმით, თითოელ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციისთვის, რომელიც მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს ზის.

„მინდა გამოვეხმაურო ხელაშვილის გამოსვლას, რომელიც ვფიქრობ, რბილად ვიტყვი, ძალიან არ უწყობს ხელს დღეს მიმდინარე მოვლენებს და მოლაპარაკებებს, რაც მიმდინარეობს დანიელსონის მონაწილეობით. ახლა არ არის საუკეთესო დრო, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკოთ, რომელიც მოლაპარაკების მეორე მხარეს ზის და ცდილობს, გამონახოს გამოსავალი და საბოლოოდ ყველაფერი მივიდეს შეთანხმებამდე. მე ვარ ამ მოლაპარაკების მონაწილე და ვიცი თითოელ სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს და რამხელა მნიშვენლობა აქვს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ახლა მაინც თავის შევიკაოთ ზედმეტი კრიტიკისგან. დაველოდოთ მოლაპარაკების დასრულებას. იმედი მაქვს, დასრულდება წარმატებით და ეს ადამიანები, როდესაც შემოვლენ პარლამენტში, მერე ყველას გექნებათ საშუალება, რომ თქვენი აზრი უთხრათ და გამოხატოთ“ , - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანმა სააარჩევნი რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ რეფორმის შემდეგ არჩვენები ბევრად უფრო გამჭვირვალე იქნება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ეს არის საარჩევნო რეფორმა. მეამაყება რომ ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი ვარ იმ დოკუმენტის, რომლის ინიცირება მოხდა პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ და რის გამოც შემოვედით პარლამენტში, არის საშვილიშვილო და საშვილიშვილოდ გამოასწორებს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში იყო დაგროვილი. მიმაჩნია, რომ ამ რეფორმის შემდეგ არჩევნები იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე და ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევნების შემდგომი დღე აღარ იქნება ერთმანეთის დაპირისპირების საფუძველი. სწორედ სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობითაც კი გვიჭირს ქართველებს ერთმანეთთან საუბარი და საერთო ენის გამონახვა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თავი შევიკავოთ, სანამ ასეთი მძიმე მოლაპარაკებების პროცესი მიდის ზედმეტი თავდასხმებისგან ოპოზიციაზე. როგორც ჩანს, მარტო ალეკოზე შეიძლება, რადგან ის აქ არის და მასზე ასე ვთქვათ, ხსნილია“ , - განაცხადა იოსელიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა