პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ნათია კუკულაძე და ეკატერინე იმედაძე აირჩია

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, ხმათა უმრავლესობით, ნათია კუკულაძე და ეკატერინე იმედაძე აირჩია.

ნათია კუკულაძე 79 ხმით (ერთი - წინააღმდეგი), ხოლო ეკატერინე იმედაძე 81 ხმით (ორი - წინააღმდეგი) აირჩიეს.

კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი. კერძოდ, პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები და კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე - ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურები.

კანონის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატები მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსზე შეირჩა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს