ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით.

“პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან. კერძოდ, მასობრივი კარანტინებისა და შეზღუდვების არსებობის პირობებში დაფიქსირდა ნავთობის მოხმარების რეკორდული შემცირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრი კლება.

გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე/ღამეში).

განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა. აღნიშულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი +“-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე/ღამეში ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ობიექტური რეალობა, რომ დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის (Inter Continental Exchange Futures Europe) სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს/ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს/ბარელზე შეადგენს.

ასევე აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება.

კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3204 ლარს. ზრდა განხორციელდა 0.44 ერთეულით ანუ 15,3%-ით.

ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება პირდაპირპროპორციულ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე (27,8%).

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,45-2,50 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,68-2,71 ლარი/ლიტრზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,77-2,81 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,63-2,73 ლარი/ლიტრზე, დიზელის საწვავი - 2,53-2,67 ლარი/ლიტრზე.

ხოლო არაბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია ვიდრე ბრენდულ ავტო-გასამართ სადგურებზე, ანალოგიურად როგორც ეს იყო წინა პერიოდებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო