შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედა - ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა

ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედამ ნინო ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"არნაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება იყო. თითქმის მთელი ცხოვრებაა, ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა, რის გამო, არაფერი რომ არ ჩაუდენიათ იმის გამო?"- განაცხადა ქვრიშვილმა.

რამდენიმე წუთში, მცხეთის რაიონული სასამართლო მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის ზომას განსაზღვრავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა