გია ვოლსკი - გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამაზე არც ერთი მხარე არ შეცვლის თავის პოზიციას, მთავარია, ამ ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილებები ვიპოვოთ

გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამაზე არც ერთი და არც მეორე მხარე არ შეცვლის თავის პოზიციას, მთავარია, რომ ამ ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილებები ვიპოვოთ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დაძაბულობა კვლავ არსებობს.

„ამ შეთანხებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაციია და არ დავიჯეროთ. ის პოზიციები და დაძაბულობა რაც არსებობდა, რასაკვირველია ვერსად წავა. ოპოზიციის ბრალია თუ უმრავლესობის, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაიდან არსებობს ძალიან აშკარა პოზიციები ერთი და მეორე მხრიდან. არამგონია, რომ საზოგადოებამ ისევე, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა მთავარი თემა არ აიღონ დღის წესრიგში სამუშაოდ, ეს არის შეთანხმება იმისათვის, რათა სტაბილიზაცია მოხდეს და გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან,"- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, როცა დაძაბულობასა და უცვლელ პოზიციებზე საუბრობს, ნიშნავს, თუ არა ეს, რომ წითელი ხაზები კვლავ რჩება მოლაპარაკების პროცესში, ვოლსკი აზუსტებს, რომ პოზიციები უცვლელი რჩება საკითხზე - გაყალბდა თუ არა არჩევნები, თუმცა, მხარეებმა „ოპტიმალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ".

„მთავარი თემა არის არჩევნების თემა, გაყალბდა თუ არ გაყალბდა არჩევნები და ამაზე მთელმა მსოფლიომ გასცა პასუხი - არჩევნები იყო კონკურენტული და იმ გადაცდომებმა შედეგებზე გავლენა არ იქონია, ეს არის ამოსავალი წერტილი, ამასთან დაკავშირებით პოზიციები არ დაიკარგება არსად, არც ერთი, არც მეორე მხარე არ შეცვლის თავის პოზიციას, მთავარია, რომ ამ ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილებები ვიპოვოთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოხერხდება ვადამდელი არჩევნების საკითხზე პოზიციების დაახლოება, ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ საკითხის დეტალებზე განცხადებებს ვერ გააკეთებს.

„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს და დეტალებს, ამ საკითხებზე ყური დავუგდოთ ექსპერტებს, ჟურნალისტებს, მაგრამ პოლიტიკოსები ამასთან დაკავშირებით განცხადებებს არ ვაკეთებთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა