გია ვოლსკი - უზრდელური, ხეპრული გამონათქვამები იმდენია, რომ არ შეიძლება, ამას ადეკვატური პასუხი არ გასცე

უზრდელური, ხეპრული გამონათქვამები იმდენია, რომ არ შეიძლება, ამას ადეკვატური პასუხი არ გასცე,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად სწორია, როცა მოლაპარაკების პროცესის პარალელურად მოლაპარაკების მონაწილე და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დესტრუქციულს უწოდებს და კრიმინალებად მოიხსენიებს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპონენტები მმართველი გუნდის წევრებს პროვოცირებას უკეთებენ, რათა მათ მსგავსი განცხადებები გააკეთონ.

„როცა ღარიბაშვილის გამონათქვამებს აფასებს მედია, უკეთესი იქნებოდა დაბალანსებული პოზიციებით გამოსულიყვნენ და შეკითხვები დაესვათ იმ ადამიანებისთვის, ვინც განაპირობებენ და პროვოცირებას უწევენ შესაბამისი განცხადებების გაკეთებას ღარიბაშვილისგან იქნება, ვოლსკისგან თუ ნებისმიერი ჩვენგანისგან.

სამწუხაროა, მაგრამ გამონათქვამები, შემოტევა, რომ ხელისუფლებას სურს უარესი სიტუაცია შეიქმნას საქართველოში და უამრავ სხვა საკითხზე ხისტი, ხშირ შემთხვევაში უზრდელური, ხეპრული გამონათქვამები იმდენია, რომ არ შეიძლება ამას ადეკვატური პასუხი არ გასცე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოლაპარაკების გარშემო მჯდომ ოპონენტებს უნდა შესწევდეთ უნარი, უფრო დელიკატური განცხადებები შეარჩიონ. თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ განცხადება, რომელიც კეთდება მართლაც დესტრუქციული ძალის მხრიდან, არ იყოს სათანადოდ შეფასებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო