ალეკო ელისაშვილი - თეა წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და უნდა  რაღაცის მინისტრი იყოს, გადაწყვიტა, კულტურის მინისტრი იყოს, რასაც  „ოცნებამ" კვერი დაუკრა

თეა წულუკიანს უნდა რაღაცის მინისტრი იყოს, ამ შემთხვევაში კულტურის მინისტრობა გადაწყვიტა, "ქართულმა ოცნებამ" კვერი დაუკრა და ცალკე სამინისტროს უქმნიან, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ კონკრეტული დარგის დასახმარებლად ახალი სამინისტროს შექმნაა საჭირო.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 წელია გვაქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობა საერთოდ არ გვაქვს - ორ დღეში 100 ათასმა ადამიანმა გერმანიის ყანებში მუშაობის განცხადება შეავსო. თუ გვინდა, სფეროს დავეხმაროთ, ამ შემთხვევაში კულტურას, სამინისტრო და ახალი ბიუროკრატია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ ხედვა უნდა დავდოთ. ორი წლის წინ კულტურის სამინისტრო ცალკე იყო, მაგრამ კულტურას დავეხმარეთ?

სამინისტროს შექმნის მიზეზი რომ ვიკითხე, მიპასუხეს, კულტურას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და დავეხმაროთო. როგორ უნდა გავზომოთ, ეს დახმარება? ერთი წლის თავზე როგორ უნდა მივხვდეთ, კულტურა დახმარებული იქნება თუ არა?

მეჩვენება, რომ რატომღაც, თეა წულუკიანს ეპატარავება პარლამენტი, უნდა იყოს რაღაცის მინისტრი და ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, კულტურის მინისტრი იყოს. "ქართულმა ოცნებამ" მის გადაწყვეტილებას კვერი დაუკრა და ცალკე სამინისტროს უქმნიან,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო