ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე - პარლამენტში შემოვლენ, დიახაც

არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი - პარლამენტში შემოვლენ, პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ - ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების პროცესის კომენტირებისას ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ცოტა საკითხია დარჩენილი, სადაც პოზიციები არ დაახლოებულა. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დიალოგთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

„რა ინფორმაციასაც ვფლობ, საკმაოდ ინტენსიურად მიდის აზრთა გაცვლა- გამოცვლა და პოზიციების დაახლოვება. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ? არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო გავყიდეთ და დავახურდავეთ, 30 ვერცხლად გავყიდეთ - ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა. არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ისედაც ყველაფერს მიხვდება. კი, პარლამენტში შემოვლენ, დიახაც. პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოვებულა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა