ირაკლი ღარიბაშვილი - ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს და მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მედიაციას.

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან. ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას. განვიხილეთ გეოპოლიტიკური სურათი და გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქცენტი გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე, წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობასა და ჩვენს სამომავლო დღის წესრიგზე,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს