თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მაგისტრ მოსამართლესთან ერთად კითხავდნენ. ჩიხლაძის თქმით, ისევე როგორც ნოდარ მელაძის შემთხვევაში, გამოკითხვაზე კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ლევან მამალაძესთან, რომელიც ინტერვიუში ამბობს, რომ სავარაუდოდ, ჩიხლაძის და მელაძის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

„კითხვები იყო სტანდარტული, როგორც ვხვდები ნოდარის შემთხვევაშიც და ჩემ შემთხვევაშიც, პირადი ინფორმაციის შემცველი და ასევე, საქმესთან დაკავშირებული, მქონდა თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია ამ ინტერვიუს შემდეგ ან მანამდე ლევან მამალაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან ან ზურაბ ადეიშვილთან. სამივე შემთხვევაში ჩემი პასუხი იყო არა. სხვა კითხვები მათ არ ჰქონიათ და როგორც ვხვდები, სხვა მასალა ჯერჯერობით გამოძიებაში არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რის საფუძველზე აცხადებს ლევან მამალაძე, რომ ჩემი და ნოდარ მელაძის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ჩვენ რეალურად არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ შეგვიძლია, ინფორმაცია უნდა მიიღონ ლევან მამალაძისგან, რომელიც ამბობს, რომ აუდიო ჩანაწერები და ვიდეოები აქვს, სადაც ამაზე საუბრობენ კონკრეტული პირები. გუშინაც გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და როგორც ირკვევა არც მანამდე განხორციელებულა მასთან კომუნიკაცია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია არ აქვთ და ასევე, ჯერჯერობით დაზარალებულად ცნობილი არ არიან.

„გამოძიებისგან გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ ძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებებში მომზადების მუხლით. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის ლევან მამალაძის მიერ მიცემული ინტერვიუ, დანარჩენი მასალები ჩვენთვის არავის გაუცვნია. ჩვენ ამ საქმეზე არ ვართ დაზარალებულად ცნობილი და შესაბამისად, საფრთხეები, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ამ შესაძლო დანაშაულისგან, ჩვენთვის არის მინიმალური. გამოძიებას მივეცით ჩვენება, რომელიც შეეხებოდა ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციას. იყო საკითხები, რომელსაც უბრალოდ ვერ ვუპუსუხეთ, იმიტომ, რომ შესაძლოა, ყოფილიყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან" , - განაცხადა მშვენიერაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო