საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 17 მარტს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ფეისბუკ გვერდზე დასვან კითხვები სამაგისტრო გამოცდასთან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

„რეგისტრაციის პროცესთან და გამოცდის შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელძღვანელი ივანე წერეთელი უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაციის პროცესი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო