„აიპლიუსი“ მომხმარებლებს მარტის თვიდან 3D სათამაშოების განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს

საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი“ მომხმარებლებს მარტის თვიდან 3D სათამაშოების განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მარტის თვიდან აიპლიუსში Lego-ს ხაზი გაფართოვდება და 3D ფაზლებიც დაემატება. ფაზლების უმეტესობა იქნება სმარტფონებთან ადაპტირებული და მის დაკავშირებას შეძლებს, როგორც Android-ის ასევე Apple-ის პროდუქციის მომხმარებლები.

„როგორ ბაზრის კვლევამ გვაჩვენა, ჩვენი მომხმარებლების 17%-ს 18 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ, ამიტომ მათ გასახარად გვსურდა სათამაშოების ხაზის გაფართოება და გამრავალფეროვნება. Lego-ების წარმატებულმა გაყიდვებმა, გვიბიძგა დაგვემატებინა 3D ფაზლები, რომელიც ადაპტირებულია სმარტფონთან და წარმოადგენენ ლოგიკის და აზროვნების საუკეთესო კომპლექტაციას“, - განაცხადა „აიპლიუსის“ სათამაშოების ხაზის ხელმძღვანელმა დათა ფიფიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო