ამირან გამყრელიძე - ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის - უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი

კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია, თქვენთან ერთად საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავასრულოთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ქვეყანაში ვაქცინების რამდენიმე ასეული ათასი დოზა დამატებით მოლაპარაკებების შედეგად იქნება. ჯგუფების არეალი, რომლებიც ვაქცინაციას ექვემდებარებიან, თანდათანობით გაფართოვდება. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია, თქვენთან ერთად საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, სერიოზული დამყოლობა იქნება პირველ რიგში ჩვენი კოლეგებისგან და ისინი ამაში მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობენ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამჟამად არსებული ვაქცინების დოზა ყველა მედიკოსს ყოფნის.

„პირველი დოზა მედიცინის ყველა მუშაკს ყოფნის. ხშირად ასეა, პირველი „სტარტის“ დროს დიდი აქტივობა არ არის და იმედია, ეს აქტივობა მოიმატებს. შექმნილია ელექტრონული პორტალი, სადაც ელექტრონულად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩემი კოლეგები, დაჯავშნოთ თქვენთვის მისაღები დრო. ვაქცინაცია საქართველოში 29 დაწესებულებაში დაიწყო, ხვალიდან ემატება 35 დაწესებულება, ზეგიდან 24. სულ იქნება 88 დაწესებულება ამ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, როცა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როცა მარაგში მილიონი და მეტი დოზა გვექნება, მაშინ დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, ამას ველით ზაფხულში, სადაც რამდენიმე დიდი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება ქვეყანაში, ღია, დიდი სივრცეები, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი ვაქცინაცია იქნება. ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ჩვენ უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს