ამირან გამყრელიძე - წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია - 359 მილიონი ადამიანია აცრილი და შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის

ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი, ვიდრე გვერდითი მოქმედება. დღეს, მთელს მსოფლიოში დაახლოებით აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც კორონავირუსის აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „კოვაქსის“ გარდა ძალიან ბევრ ქვეყანასთან მუშაობს.

„წელს ჩვენ ვაქცინის 3,9 მილიონ დოზას უნდა გავუკეთოთ მობილიზაცია, იმისათვის, რომ ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ორჯერადად ეს არის 3,4 მილიონი ინექცია და კიდევ უნდა იანგარიშოთ დანაკარგი, რომელიც ყოველთვის არის იმუნიზაციის პროცესში და დაახლოებით ამდენი ვაქცინა გვჭირდება. 1 მილიონ 400 ათასი გარანტირებულია „კოვაქსით“, რომ წლის განმავლობაში შემოვა დანარჩენი, ორნახევარი მილიონი ქვეყანამ მოლაპარაკებით უნდა მოიპოვოს. ამის ბევრი კონტრაქტი უკვე არსებობს, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს დანარჩენი, ორნახევარი მილიონი მობილიზაცია გააკეთოს. ახლა, ჯერი ჩვენზე, მედიცინის მუშაკებზეა, რომ აცრის დამყოლობა იყოს და ეს ყველაფერი ორგანიზებულად გაკეთდეს.

მინდა ხაზი გავუსვა, ხშირად არის საუბარი გვერდით მოქმედებებზე. გვერდითი მოქმედებები ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას აქვს. გარკვეული დოზით მიღებულმა წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. რა თქმა უნდა ვაქცინასაც აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება. დღეს, მთელს მსოფლიოში დაახლოებით აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის. მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდიფექციით და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი, ყველა ინფიცირებულის 2,2% დაიღუპა. აქედან გამომდინარე ავწონოთ სარგებელი და რისკი. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, რომ მივყვეთ მოწოდებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა