ამირან გამყრელიძე - ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შემოვიდეს.

როგორც მან აღნიშნა, მწარმოებელთან მოლაპარაკებები დიპლომატიური არხების საშუალებით მიმდინარეობს და უკვე კონტრაქტებიც არის შედგენილი.

„ჩინეთი ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. ჩინური ორი ვაქცინა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ არის უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიჯნაზე, ისინი ავტორიზაციას მიიღებენ. საქართველო ორივე მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას დიპლომატიური არხების საშუალებით და არის უკვე კონტრაქტებიც იმ ეტაპამდე მიყვანილი, რომ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე ქვეყანაში იყოს. რამდენი დოზა იქნება და რა პერიოდულობით შემოვა, ეს კონტრაქტის საგანია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია