ამირან გამყრელიძე - თითოეულ მღვდელმთავარს, ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ

წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, ძალიან გთხოვთ, ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში წმინდა სინოდისა და თითოეული მღვდელმთავრის როლი უმნიშვნელოვანესია.

„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა - წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა